LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის ემოციური ფოტოები ჰოლოკოსტის გადარჩენილ ტყვეებთან (ფოტო)

ნაცისტური გერმანიის მასშტაბური გენოციდის, იგივე ჰოლოკოსტის ისტორია უკვე 75 წელს ითვლის. ამ დღესთან დაკავშირებით ქეით მიდლტონმა მონაწილეობა მიიღო პროექტში #HolocaustMemorialDay, რომელიც ჰოლოკოსტის შედეგად გადარჩენილი ადამიანების საპატივცემულოდ დაარსდა. კემბრიჯის ჰერცოგიონია  თავად გახდა ფოტოსერიების ავტორი და ფირზე სწორედ ეს ადამიანები აღბეჭდა. მათ შორის იყვნენ ივონა ბერშტეინი და სტივენ ფრანკი. ახალ ემოციურ ფოტოსესიაში ჰოლოკოტის მონაწილეებმა შვილიშვილებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ეს ემოციური კადრები თავად კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა. ამჯერად კი გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა ფოტოები კადრს მიღმა, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ქეით მიდლტონი ფოტოებზე ჰოლოკოსტის გადარჩენილ ტყვეებთან ერთად.