LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეშუმში თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

ბეშუმში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტს კომპანია “ელიტ სქიი რესორტი” ახორციელებს.

როგორც ghn.ge წერს, კომპლექსი მოიცავს 60 ნომრიან სასტუმროს (“ამბასადორის” ბრენდის), კვების ობიექტებს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გასართობ ცენტრს. კომპლექსი აღჭურვილი იქნება ლიფტებითა და პანდუსებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოთი. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელ-გასართობი ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ელიტ სქიი რესორტს“  პირდაპირი მიყიდვის ფორმით 2016 წლის მაისში 56344 ლარად საკუთრებაში გადაეცა კურორტ ბეშუმში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.