მალხაზ მაჩალიკაშვილმა ელენე ხოშტარიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით საგამოძიებო კომისიის შექმნაში მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს და იგივე თხოვნით „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებსაც მიმართა.
„მინდა მივმართო თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშილს, ირინა ფრუიძეს, მარიამ ჯაშს, ზვიად ძიძიგურს, ბიძინა გეგიძეს, კობა ნარჩემაშვილს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგუაშვილს, ნინო გოგუაძეს, გიორგი მოსიძეს, გიორგი ბეგაძეს, გედევან ფოფხაძეს, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძეს, ეკა ბესელიას, დავით ჭიჭნაძეს, ბექა ნაცვლიშილს და ზაზა ხუციშვილს და დიდი იმედი მექნება, რომ ამ დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნაში მხარს დამიჭერთ”, – განაცხადა მაჩალიკაშილმა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც პროკურატურამ ფორმალურადაც კი დაასრულა გამოძიება, ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ გააჩნიათ არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მისი აზრით, გაირკვევა სიმართლე თემირლან მაჩალიკაშილის საქმეზე.
ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, საპარლამენტო ოპოზიცია და „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შეიქმნას საგამოძებო კომისია.
მალხაზ მაჩალიკაშვილს, ენმ-ს წევრებთან ერთად, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტში ბრიფინგი უნდა გაემართა, თუმცა პარლამენტის დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა და მალხაზ მაჩალიკაშილი ცუდად გახდა.
დაპირისპირება პარლამენტთან: მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა (ვიდეო)
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშილის და თინა ბოკუჩავას პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიიღო, რაც მდინარაძემ მოსლადონელი პროვოკაციის თავიდან აცილებით ახსნა და განაცხადა, რომ როდესაც არსებობს გარკვეული რისკი უსაფრთხოებისა და პროვოკაციის კუთხით პარლამენტის თავჯდომარეს შეუძლია შეზღუდოს საშვის დაშვება.
