კომპანია Seat–მა მეოთხე თაობის მოდელი Leon წარადგინა. სიახლე ცოტა უფრო დიდი გამოვიდა, შეიცვალა სალონი, გაჩნდა ჰიბრიდული ვერსია და მოდური ექსტერიერიც თავის ადგილზეა. პრეზენტაციაზე ჰეტჩბეკი და უნივერსალი გამოფინეს და სურვილის შემთხვევაში კლიენტებს სპორტული ვერსიის შეძენაც შეეძლებათ.
Seat Leon–ის არქტიტექტურა MQB–ის ერთგული დარჩა, ასე რომ Volkswagen Golf და Skoda Octavia მოდელის უახლოესი ნათევასები გამოდიან. ამასთან, სიახლე Golf–ზე ბევრად უფრო მოცულობითია და მისი ძარის სიგრძე 84 მმ–ს აღწევს.
Leon თავის თავს ყველაზე ახალგაზრდულ ბრენდად თვლის, ამიტომ Seat–მა საკმაოდ თამამი სტილი მიიღო. ძრავთა გამაც მრავალფეროვანი გამოვიდა – სამ და ოთხცილინდრიანი ბენზინის და დიზელის ტურბოძრავები, რომელთა სიძლიერეც 90–დან 190 ცხენის ძალამდე მერყეობს. აგრეგატი შვიდსაფეხურიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.












