LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახელი ირემი ცდილობს „სელფი“ გადაიღოს – ნახეთ სახალისო ვიდეო

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ამჯერად მოუსვენარ ირემს გვაცნობს, რომელიც ცდილობს „სეფლი“ გადაიღოს. ონავარი ირემი ფოტოხაფანგმა აღბეჭდა. კადრები გადაღებულია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.

„ირემმა ვიდეო “სელფი” არ იკმარა და ფოტოხაფანგის დაგემოვნება გადაწყვიტა“,- იუწყება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური „ფეისბუქგვერდი“.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქ. ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღ. დ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“  და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.