ჩინეთში, კარანტინში მყოფ ადამიანებს, რობოტი, სახელწოდებით Little Peanut ემსახურება. twitter-ზე გავრცელებული ვიდეო ჰაგნუჯის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. სასტუმროში სინგაპურიდან ჩამოსული მგზავრები იმყოფებიან, რომელთაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან ერთად ეფრინათ, რადგან 335 მგზავრიდან ორს სიცხე აღმოაჩნდა.
“მოგესალმებით, თქვენ საკვებით Little Peanut გიმასპინძლდებათ. თუ რაიმე დაგჭირდებათ, WeChat-ის მეშვეობით მომსახურე პერსონალს დაუკავშირდით” – ამბობს რობოტი და სასტუმროში მყოფებს საკვებით ამარაგებს.
სასტუმრომ რობოტები 27 და 28 იანვარს დაასაქმა.
Amid a novel #coronavirus outbreak, robots are deployed to deliver meals to travelers in isolation at a hotel in Hangzhou, China. #pneumoniapic.twitter.com/BgWZm4L1m6
— China Xinhua News (@XHNews) January 27, 2020
შეგახსენებთ, დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბერში გამოვლინდა. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსს, უახლესი მონაცემებით, 106 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 6 ათასია.
რისკები გლობალურად გაიზარდა, ჩვენც მაღალი რისკის ქვეშ ვართ - პედიატრი კორონავირუსზე (ვიდეო)
ვაქცინა საქართველოს ჯერ არ აქვს.
კორონავირუსი უკვე 16 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის: აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, კანადასა და უკრაინაში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჩინეთთან ფრენები მარტის ბოლომდე შევწყვიტეთ
