LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში, გემზე 7 ათსი მგზავრი გამოკეტეს: ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

იტალიის საკრუიზო გემზე ჩინელ ქალს კორონავირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც კრუიზის 7 ათასამდე მგზავრს ხომალდის დატოვება ეკრძალება.

კოსტა ესმერალდას გემი ჩივიტავეკიაში – რომიდან 45 მილის დაშორებით იმყოფება. ჩინელი ქალი მეუღლესთან ერთად იზოლირებულ ოთახში მოათავსეს, სადაც ვირუსზე დაკვირვება მიმდინარეობს.

გამოცემა daily mail-ის ინფორმაციით, სანამ ქალზე დაკვირვება არ დასრულდება ხომალდის დატოვება ეკრძალება გემის 7000 მგზავრს, აქედან 1000 ეკიპაჟის წევრია.