ვერმონტის შტატის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ავტომოყვარულებს ავტომობილის სანომრე ნიშანზე „სმაილის“ დამატების უფლებას მისცემს. მთლიანობაში განიხილება 6 ემოცია და თუ რომლები კონკრეტულად – არ ზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი კანონი გასულ წელს ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატშიც მიიღეს. მათ ავტომფლობელებს 5 ემოცია შესთავაზეს და მსგავსი ნომრის ღირეულება 336 დოლარია.
რაც შეეხება ვერმონტელებს, მათ „სმაილის“ დამატება ციფრებთან ერთად სურთ და ეს დამატებით ხარჯს არ გამოიწვევს.

