გამოცემა Us Weekly წერს, რომ მეგან მარკლი უახლოეს პერიოდში ჰოლივუდში დაბრუნებას გეგმავს. ანონიმური წყარო გამოცემას უყვება, რომ სასექსის ჰერცოგინია პირად აგენტს ეძებს, რომელიც მას ამაში დაეხმარება. ცოტა ხნის წინ ეს მეგან მარკლის მამაც დაადასტურა, რომელიც ამტკიცებს, რომ მეგანი სამსახიობო კარიერას არასოდეს მიატოვებს, მარკლი ინტერვიუში ყვება, რომ მეგან მარკლი ყოველთვის ოცნებობდა მსახიობობაზე და ბავშვობიდან ამისთვის ყველაფერ აკეთებდა. ამის დასტურად თომას მარკლიმ 16 წლის მეგანის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თინეიჯერი მეგანი სამსახიობო ოსტატობას ეუფლება. ამ ჭორებს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მარკლიმ კონტრაქტი გააფორმა კინოსტუდია „დისნეისთან“, სადაც მომავალ პროექტებს გაახმოვანებს.
პირველად მეგან მარკლი ეკრანებზე 2004 წელს გამოჩნდა სერიალში „გენერალური ჰოსპიტალი“, რამდენიმე წარუმატებელი პროექტის შემდეგ, მეგანმა მთავრი როლი მიიღო სერიალში Suits.


