LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყობასთან დაკავშირებით, სამი პირი იკითხება (ფოტო)

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ, “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს.

ინციდენტი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან მოხდა. როგორც გვარამია აცხადეს, უცნობი პირი მას მოულოდნელად დაესხა თავს, რის შედეგადაც სახის არეში დაზიანება მიიღო. ფოტოებს ნიკა გვარამია საკუთარ “ფეისბუქზე” ავრცელებს.

ვიდეო: ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა

გვარამიამ დაზიანება ცხვირის და თვალის არეში მიიღო

ამ წუთებში სასამართლოში “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები რურუას მხარდამჭერ აქციას მართავენ.