LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla–ს კროსოვერი სიმაღლეებს იპყრობს

ამერიკელმა დევიდ დობრეკ–მა გაავრცელა ვიდეო, სადაც მისი კროსოვერი Tesla Model X  ერთ–ერთი ქუჩაზე საკმაოდ მაღალ ნახტომს ასრულებს.

ავტომოყვარულმა და მისმა მეგობრებმა მკვეთრი აღმართის მქონე ქუჩა ლოს–ანჯელესში იპოვეს. აღმართს მოტოციკლეტები სავარჯიშოდ იყენებდნენ ხოლმე და დევიდი დაინტერესდა შეძლებდა თუ არა მისი კროსოვერი იმავე ილეთის გამეორებას.

ამერიკელმა გასაღები მოტოციკლეტისტს გადასცა და საშიში მანევრის შესრულებაც მასვე მიანდო. საბედნიეროდ, ავტომობილიც და მძღოლიც უვნებლები გადარჩნენ და ილეთიც მშვენიერი გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ Tesla–ს დამფუძნებელი ილონ მასკი მანევრმა სულაც არ შეაშფოთა და დობრეკის ვიდეოზე კომენტარი – ძახილის ნიშანი დატოვა.