LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ მსოფლიოში პირველმა მოაგროვა 200 მლნ გამომწერი

„იუვენტუსის“ მეგოლე კრიშტიანო რონალდო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ინსტაგრამზე 200 მილიონი გამომწერი მოაგროვა.

ფეხბურთელის უახლოესი მდევარი მომღერალი არიანა გრანდეა – 173 მლნ, მსახიობ დუეინ ჯონს 170 მლნ გამომწერი ყავს. ასე რომ, უახლოეს პერიოდში რონალდოს ვერავინ ძვრასაც ვერ უზამს: სხვაობა ძალიან დიდია.

„ბარსელონას“ თავდამსხმელი და რონალდოს მთავარი მეტოქე საფეხბურთო სამყაროში ლეო მესი მერვე ადგილს იკავებს – 141 მლნ.

View this post on Instagram

Wow 200 million!!! Thank you to each and every one of you for sharing this journey with me every day!!??❤️

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

რონალდომ იტალიის ჩემპიონატში 18 მატჩი ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით შედეგიანი ზამთრის შესვენების შემდეგ არის, როდესაც გოლი გოლზე გააქვს.