LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ლიბერალი, თავისუფლებისმოყვარე მერწყულის, მთვარე კი, აქტიური, შეუპოვარი და მეტად აგრესიული ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა იურიდიული დოკუმენტი და მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და კაპიტალდაბანდება. არ ღირს კოლეგებთან კამათი და საქმის გარჩევა.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით სისხლძარღვოვან სისტემას და თავის არეს. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.