LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: კორონავირუსზე უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეხმაურება ხმოვან გზავნილებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელეს. უწყების განცხადებით, ეს გზავნილი დეზინფორმაციას წარმოადგენს:

“უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს: ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას, ნუ აჰყვება პანიკას!

პაატა იმნაძე: პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პანიკის საფუძველი არ არსებობს


საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

აღნიშნული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს და დანაშაულია ხალხის წინაშე!

ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ: არ აჰყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

"ქართულ სივრცეში რომ პანიკაა, ეგეთი ჩინეთის მეზობელ ქვეყნებშიც არ ხდება"

ბევრი მცდარი და სტერეოტიპული ინფორმაციაც ვრცელდება ტროლების ან უგუნურობის წყალობით.

ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ასეთ სიტუაციაში ხალხის გრძნობებზე თამაში არ შეიძლება.

„მდგომარეობა სერიოზულია მთელ მსოფლიოში. ამ დროს ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგეთ. მივმართავ ამ ადამიანს, ნუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში. გუშინ მომცეს ინფორმაცია, რომ ღამე დადგა უკვე რიგები პირბადეებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ხალხის ფაქიზ გრძნობებზე თამაში განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც მოსახლეობაში ისედაც არის მღელვარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თურქეთი უხანიდან საკუთარი მოქალაქეების და ქართველების ევაკუაციას ახორციელებს – თვითმფრინავი ანკარისკენ მიემართება