LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი 

მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. წარმატებული აღმოჩნდება ახალი პარტნიორების მოძიება, ვისთან თანამშრომლობა მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. ნუ აჰყვებით ჭორებს, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ახალი მეგობრების შესაძენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, კულტურულ-გასართობი ღონისძიებების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, უძრავი ქონების და სამშენებლო მასალის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი და ლიონისფერი, ასევე აგატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ონიქსი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, შედარებით რთული იქნება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის.