LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ორი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს

ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა ბავშვებმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვეს და კლინიკიდან გაწერეს.

რენდგენოგრაფიით და კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტებს H1N1ვირუსი ჰქონდათ და კორონავირუსი გამოირიცხა. ამ დრომდე მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებოდათ. როგორც ექიმები აცხადებენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათი კლინიკაში გაჩერება აუცილებელი აღარ არის, შესაბამისად, კლინიკიდან გაწერეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: კორონავირუსზე უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი ვრცელდება

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვნები 30 იანვარს ტურისტულ ჯგუფთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყაზბეგიდან ჩამოიყვანა, ვინაიდან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. კორონავირუსის პრევენციისა და დიაგნოსტირებისთვის, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს.

 

ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება.