LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევრაზიული ფოცხვერის იშვიათი კადრი დააფიქსირეს (ფოტო)

საქართველოში ევრაზიული ფოცხვერის იშვიათი კადრი დააფიქსირეს. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება, ევრაზიული ფოცხვერის ეს იშვიათი კადრი ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი თეთრობის აღკვეთილში გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის.

ცნობისთვის, ჯავახეთის  დაცული ტერტორიები 2011 წელს შეიქმნა. ის მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და მისი ფართობი 16614 ჰა-ს შეადგენს. ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღ. დ-დან 3,300 მ-ია. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია. აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.