LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტნიორის სტატუსის დაკარგვა იქნება ყველაზე დიდი დანაშაული: სტრატეგიული ანალიზის ცენტრი მთავრობას მოუწოდებს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტთა ჯგუფი ამერიკელი კონგრესმენების წერილებს გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს პარტნიორობა დასავლეთთან, არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის და ეს არის არა რომელიმე მთავრობის, არამედ მთლიანად ქვეყნის მიღწევა. შესაბამისად, მოვუწოდებთ დღევანდელ ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული რეალობა და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მნიშვნელოვანი პარტნიორის სტატუსი, რომელსაც მოჰყვება ქართველი ხალხის კეთილდღეობა და რომლის დაკარგვაც, იქნება მათი ყველაზე დიდი დანაშაული.“

დემოკრატია შესუსტებულია: აშშ-დან ისევ წერილია ბატონო პრემიერო!

წერილის ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა გაუარესებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად სწრაფ ზომებს მიიღებს.

ასეთი განცხადება გააკეთა ექსპერტმა ნოდარ ხარშილაძემ, დღეს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, კონგრესმენების გამაფრთხილებელ წერილებთან დაკავშირებით.

ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ სწორად უნდა აღიქვას დემოკრატიასთან დაკავშირებული კრიტიკა და რეალური ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

მათი თქმით, პროპორციული არჩევნები და ანაკლიის პორტის მშენებლობა, არის ის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს.

“ლოცვის შემდგომ საუზმე”: აშშ-ში “საქმის გასარჩევად” არჩილ თალაკვაძეს აგზავნიან

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენებისგან მიიღო წერილები. ძველი საქმეების გამოძიება პროკურატურაში, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და პროპორციული არჩევნები, ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებზეც ამერიკული მხარე წერილებში საუბრობს. საქართველოს ხელისუფლებისთვის კი, კონგრესმენთა საუბრის ტონი მიუღებელი აღმოჩნდა.