LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW–ს უნივერსალმა მორიგი ტესტი ჩააბარა

BMW 3 Series რომელსაც უნივერსალის ძარა აქვს, მკვეთრი მანევრირების ტესტი გაიარა და ყველაზე რთულ მომენტებშიც სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. ამ დროს სპიდომეტრი 78 კმ/სთ–ს აჩვენებდა. შედარებისთვის Porsche Carrera 4S–ის მაჩვენებელი 80 კმ/სთ, ხოლო Honda CR-V–ის მაჩვენებელი კი 75 კმ/სთ იყო.

მანევრირების ტესტი ავტომობილებისთვის ერთ–ერთ ყველაზე რთულ გამოცდად ითვლება. ტესტის დროს მძღოლმა სტატიკურ წინააღმდეგობებს გვერდი ისე უნდა აუაროს რომ წონასწორობაც შეინარჩუნოს და თან გზად არაფერი დააზიანოს. უნივერსალი BMW 3 Series მყარად აგრძელებდა გზას მაშინაც კი როდესაც 78 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, ეს კი ნამდვილად ღირსეული მაჩვენებელია.