კანადური ავიაკომპანიის თვითმფრინავი მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავს აფრენის დროს ძრავის ნაწილი დაუზიანდა, რამაც დდიდი რაოდენობის საწვავის დაკარგვა გამოიწვია. ამის შემდეგ აფრენიდან 30 წუთში პილოტებმა ავარიული დაფრენის უფლება მოითხოვეს.
ლაინერის ბორტზე 130 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად, ბორტზე მყოფი არცერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დაზიანებულა.
ლაინერის დაშვების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა.
