ხვალ ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა ნისლი და ძლიერი ქარი, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
