LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ისინი ახლა კარანტინში არიან… ამჟამინდელი მონაცემებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითმფრინავში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეები იყვნენ. ისინი თვითმფრინავმა ჩინეთიდან თურქეთში ჩამოიყვანა და ახლა კარანტინში არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა ელჩმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ალბანეთის მოქალაქეები თურქული თვითმფრინავით ჩინეთის ქალაქ უხანიდან ანკარაში ორი დღის წინ ჩაფრინდნენ. ისინი ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ 2-კვირიან სამედიცინო დაკვირვებას გაივლიან და ადგილზე მათ მდგომარეობას ჩვენი საელჩო დააკვირდება.

კორონავირუსს უკვე 361 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა 17 ათას აჭარბებს