LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილმა საქართველო მუხლებზე დააჩოქა, დაააჩოქა კრიმინალით – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ივანიშვილმა და კრიმინალურმა ჯგუფებმა საქართველო მუხლებზე დააჩოქა.

“ივანიშვილმა საქართველო მუხლებზე დააჩოქა, დაააჩოქა კრიმინალით. კრიმინალებმა დაჩოქეს ჩვენი საზოგადოების პრაქტიკულად დიდი ნაწილით, ესენი ამას აკეთებენ რეგურალურად არჩევნებზე, ყოველდღიურად ჩვენს ეზოებში და ქუჩებში, ავიწროებენ ჩვენს ახალგაზრდობას, უკლავენ მომავლის იმედს. კორუფციამ და კორუმპირებებულმა ჩინოვნიკებმა დააჩოქეს ჩვენი ბიზნესი და თითოეული მოქალაქე, ისინი არიან დამცირებულ მდგომარეობაში, დაჩოქებულ მდგომარეობაში კორუმპირებული ჩინოვნიკების გამო. საქათველოს აჩოქებს ნებისმიერი აგრესიული ელემენტი ჩვენს სამეზობლოში, რადგან საქართველოს აღარ აქვს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და უნარი. საქართველოს ხალხი პრაქტიკულად დააჩოქა ივანიშვილმა, დააჩოქა თავისი სიხარბით, მისი გაუტანლობით, თავისი სიძულვილის და ზიზღის თესვით საზოგადეობაში, აი ამ დაჩოქებულ მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო. ჩემი მიზანია საქართველოს ისევ ფეხზე დაყენება, საქართველოს მუხლებიდან წამოყენება, დაჩოქებული საქართველოს ამ მდგომარეობის ერთხელ და სამუდამოდ გადალახვა და დავიწყება, საქართველოს ფეხზე დაყენება და წელში ბოლომდე გამართვა.საქართველოს შეუძლია, რეგიონში იყოს ყველაზე მაგარი ქვეყანა, გარშემო ნახეთ რა ქვეყნებია, გაძეძგილი ფულით, შესაძლებლობებით, მაგრამ საქართველოს შეუძლია, ეს ყველაფერი წამოიღოს და თითოეულ ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ ამუშაოს.

ჩვენ გვქონდა წარმოუდგენლად მნიშნველოვანი პროექტები სწორედ ამ მიმართულებით, ვყოფილიყავით რეგიონის ცენტრი განათლების, ეკონომიკის, ტურიზმის, სწრაფი განვითარების თვალსაზრისით. აქ წამოსულიყო მთელი ფული და აღარ გასულიყო საქართველოდან ხალხი. დღეს ქართველი დედები მოხუცებს უვლიან იტალიაში და შემდეგ გამოგზავნილი კაპიკებით, მათი შვილები იმის მაგივრად, რომ სწავლაში დახარჯონ ფული, მიდიან და ტოტალიზატორებში ფლანგავენ და ისევ მშივრები რჩებიან. ჩემი ამოცანაა ამ უბედურებიდან და ჭაობიდან ქვეყნის გამოყვანა“ ,- განაცხადა სააკაშვილმა.