რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ მარიამ ცქვიტინიძე და ირმა არავიაშვილი ესტუმრნენ, მომღერლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და მათ მეგობრობაზე, ასევე მოგვიტანეს ორი ახალი სიმღერა.
მოგვიყევით თქვენს ერთობლივ სიახლეებზე?
მარიამ ცქვიტინიძე:
ჩვენმა დუეტმა სახელწოდებით „აფხაზი ვარ“ ინტერნეტსივრცეში რეკორდი მოხსნა, რომელსაც 17 მილიონი ნახვა და დიდი რეიტინგი მოჰყვა, ამას ჩვენც არ ველოდით და რა თქმა უნდა გვიხარია, რომ ჩვენმა საავტორო სიმღერამ ხალხის სიყვარული დაიმსახურა.
როგორ დაიწერა ეს სიმღერა და ვისი იდეა იყო?
ეს არის ჩვენი საავტორო სიმღერა, მუსიკა და ლექსი გვეკუთვნის ჩვენ. სიმღერა არის დიდი ხნის წინ დაწერილი, თუმცა ფინანსების გამო ვერ ჩავწერეთ, ახლა კი სიმღერის აუდიოვერსიაც გვაქვს.
მოგვიყევით თქვენი მეგობრობის შესახებ ?
ირმა არავიაშვილი:
მე და მარის დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, იქედან გამომდინარე, რომ სიმღერის ნიჭი ორივეს გვაქვს, გადავწყვიტეთ ერთადაც ჩაგვეწერა სიმღერა. ჩვენი პირველი დუეტი იყო „აფხაზი ვარ“, ორივეს დღემდე გვტკივა ჩვენი აფხაზეთი ამიტომაც დავწერეთ ასეთი სიმღერა, რომელიც შეიქმნა დაახლოებით 2010 წელს.
მარიამ შენი სამომავლო გეგმები რა არის?
ვაპირებ, რომ ჩემს ერთ ალბომში გავაერთიანო სამი ალბომი და მოგიტანოთ შემდეგ სტუმრობაზე.

მარიამ მოგვიყევი იმ სიმღერაზე, რომელიც მოგვიტანე
სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველო არის“ ჩემი საავტორო სიმღერაა, სადაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ, ქართველებს არ უნდა გვქონდეს შიშის გრძნობა, ჩვენში უნდა ჩანდეს ძლიერი მხარე და უნდა გვჯეროდეს, რომ აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ. თუ ჩვენ ვერ ვიტყვით ჩვენს სათქმელს ამას გააკეთებენ თაობები და სწორედ მათ მივუძღვენი ეს სიმღერა, ისინი არიან ჩვენი მომავალი. სიმღერა ჩაიწერა ,,ზე სტუდიაში” ზაზა გოჩიტაშვილთან.
ასევე მე და ირმამ ერთობლივად გავხსენით მუსიკალური სტუდია „საქართველო“, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში, ჩვენთან თანამშრომლობს ,,ზე სტუდიო”. ჩვენთან მოსული ადამიანი შეისწავლის ვოკალს, ფორტეპიანოს, გიტარას, ფოლკლორულ საკრავებს, ქართულ და ბერძნულ გალობას, რაც დღევანდელობაში არის ინოვაცია, რადგან არცერ სტუდიაში არ არის 8 ხმათა შესწავლა, შემდეგ კი სიმღერები ჩაიწერება ზაზა გოჩიტაშვილთან.
თქვენთვის ვისი აზრია მნიშვნელოვანი, როდესაც სიმღერას წერთ?
მარიამი:
ჩვენ ვითვალისწინებთ ერთმანეთის, ოჯახის წევრების, მეგობრების აზრს და ასევე იმ ადამიანების აზრს, რომლებსაც ესმით მუსიკა.
ირმა:
როდესაც სიმღერას ვწერ, არ ვითვალისწინებ არავინ აზრს, რადგან რასაც ვწერ, ეს არის ის, რასაც ვგრძნობ.
მოგვიყევით მეორე სიმღერაზე, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ „ჩემი მთა და ჩემი ბუნება“
ეს სიმღერა ჩავწერეთ მოულოდნელად, პირველი დუეტის შემდეგ ხალხი ითხოვდა ჩვენს მეორე დუეტს, რომელსაც ვუძღვნით ემიგრანტებს, ვფიქრობთ, რომ მსმენელი მას შეიყვარებს. სიმღერა პირველად გაჟღერდება თქვენთან „არ დაიდარდოს“ ეთერში. კლიპი გადავიღეთ კახეთში, სადაც ულამაზესი ადგილებია. ასევე სამომავლოდ ვგეგმავთ მესამე დუეტსაც.
მარიამ ცქვიტინიძე & ირმა არავიაშვილი – ჩემი მთა და ჩემი ბუნება
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ ცქვიტინიძე და ირმა არავიაშვილი – აფხაზი ვარ. Live
მარიამ ცქვიტინიძე და ირმა არავიაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები








