LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შოკოლადის წვიმა“ – გიორგი წიკლაური და თემურ თათარაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი გიორგი წიკლაური სტუმრობდა, რომელიც  თემურ თათარაშვილთან ერთად შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერით მოვიდა, სახელწოდებით „შოკოლადის წვიმა“. მან პირდაპირ ეთერში  შემოგვთავაზა ცოცხალი შესრულება და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. თემურ თათარაშვილი, გადაცემას სატელეფონო ჩართვით შემოუერთდა.

როგორ შეაჯამებდი 2019 წელს?

დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის,  2019 წელი იყო ნორმალური წელი და რაც შეეხება 2020-ს დაიწყო აქტიურად.

ვისაუბროთ იმ სიმღერაზე, რომელსაც დღეს შეგვისრულებ და რომლის ავტორიც ცირა ბზიშვილია…

ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და არის ჩემი ცირა ბზიშვილის დაწერილი, ეხლა ვგეგმავთ ვიდეორგოლის გადაღებას, სცენარიც იწერება. გვინდა, რომ გადავიღოთ საქართველოს გარეთ. ცირას ეკუთვნის ტექსტი, მუსიკა და არანჟირება, სიმღერის სახელწოდებაა „მაინც მიყვარხარ“.

როგორია სამომავლო გეგმები?

ახალ სიმღერებზე მიდის მუშაობა, რომელსაც ისევ ცირა მიკეთებს,  სიმღერა იქნება პოზიტიური და თინეიჯერული, ზუსტად ისეთი 2020-ს რომ მოუხდება.

ვისაუბროთ იმ დუეტზე, რომელიც ჩვენთან გაჟღერდება…

თემურ თათარაშვილი:

ამ სიმღერას 17 წლის ასაკში ვმღეროდი, რომელიც ეკუთვნის გია მაჭარაშვილს. ხალხმა ძალიან შეიყვარა ეს სიმღერა. რაც შეეხება მე და გიორგის დუეტს, ეს ბიჭი არის ნიჭიერი მომღერალი  და სწორედ ამის გამო მასთან ერთად მინდოდა მემღერა დუეტი, ამიტომ შევთავაზე მას სიმღერის ერთად ჩაწერა. ცირა ბზიშვილს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მისი ხელშეწყობით მოხდა ეს ყველაფერი.

როგორია სამომავლო გემგები? 

თემურ თათარაშვილი:

ვაპირებ ვიდეოკლიპის გადაღებას ერთ-ერთ სიმღერაზე, რომელსაც გადაიღებს ზურა ციციშვილი, ასევე ცირა ბზიშვილს მინდა თქვენი ეთერიდანაც ვთხოვო სიმღერის დაწერა, რადგან ჯერ ვერ მოიცალა.

გიორგი წიკლაური:

როდესაც ისეთი  ადამიანი, რომელიც თემურია, გთავაზობს მასთან ერთად სიმღერის შესრულებას ეს ჩემთვის  ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია, ის არის ლეგენდა ყველა თაობის და ყველასათვის საყვარელი მომღერალი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამისთვის და ასევე ცირა ბზიშვილს, მან გააკეთა ფანტასტიკური ვერსია. ტელეპრემიერა გვქონდა 31 დეკემბერს ცეკვავენ ვარსკვლავების საახალწლო გადაცემაში, ახლა კი თქვენთან დაპრემიერდება.

 

თემურ თათარაშვილი & გიორგი წიკლაური – შოკოლადის წვიმა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი წიკლაური – მაინც მიყვარხარ. Live

 

გიორგი წიკლაური. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები