LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლედი გაგამ მაიკლ პოლანსკისთან რომანი ოფიციალურად დაადასტურა

33 წლის ეპატაჟურმა პოპ-ვარსკვლავმა, ლედი გაგამ  მაიკლ პოლანსკისთან რომანი ოფიციალურად დაადასტურა და ,,ინსტაგრამის” საშუალებით ერთობლივი ფოტოებიც გააზიარა.

„მაიამიში ჩვენ ძალიან გავერთეთ, მიყვარხართ ჩემო პატარა მონსტრებო და ფანებო, თქვენ საუკეთესოები ხართ“– წერს გაგა.

ტაბლოიდების ვარაუდით, წყვილი ერთმანეთს უკვე 2 თვეა ხვდება. გაგას რჩეულს ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ინვესტირებითაა დაკავებული.