LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მილა იოვოვიჩი და პოლ ანდერსონი მშობლები მესამედ გახდნენ

44 წლის მსახიობი მილა იოვოვიჩი და მისი მეუღლე, ბრიტანელი რეჟისორი პოლ ანდერსონი მშობლები მესამედ გახდნენ.

მსახიობმა ახალდაბადებული შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა.

„გუშინ, დილის 9 საათზე ოშინ-ლარკ ელიოტ იოვოვიჩ-ანდერსონი გაჩნდა. ვიცი, რომ სახელი გრძელია, თუმცა ოჯახში ვერ ჩამოვყალიბდით, რა დაგვერქმია ბავშვისთვის. ფოტოებს კიდევ გაგიზიარებთ, თუმცა მოგვიანებით, ახლა დაღლილი ვარ, ბოლო რამდენიმე ღამე გიჟური იყო“ – წერს ვარსკვლავი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, მილა იოვოვიჩი და პოლ ანდერსონი 2009 წელს დაქორწინდნენ, ისინი ორ ქალიშვილს ზრდიან.