ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა – საქართველო ვირუსის დასადგენ ტესტებს მიიღებს.
„ჩვენ 99,99 პროცენტით გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის აუცილებლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში 64-ით გაიზარდა, სულ გარდაცვლილია 425 ადამიანი
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისატვის, 4 პაციენტს აკვირდებიან.
