ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მშენებლობაზე, სადაც ორი მუშა გადმოვარდა სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო და ადგილზე შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები დააფიქსირა.
მისი განცხადებით, სამუშაოს დროს მასალის სიმაღლეზე ატანა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით ხორციელდებოდა, რაც კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.
მეორე მუშა საავამდყოფოშია გადაყვანილი.
თბილისში მშენებლობაზე ორი მუშა გადავარდა, ერთი დაიღუპა
ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.
„ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას. ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრთხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფერაძემ.
