დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა გამართა, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად ვანდალიზმზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ძალიან ბევრია ისეთი შეთხვევები, სადაც ხდება მიზანმიმართული დაზიანებები.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ვანდალიზმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ყველას გვექნება ერთსულოვნება მიუხედავად ვიღაცეების პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს ქალაქი არის ყველასი და იმ პროექტებით, რომელიც ხორციელდება, უნდა ისარგებლოს ყველამ“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ, სამგორის რაიონში წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
“ელიავას ბაზრობა სავაჭრო ზონაა და მოხდება მისი მოწესრიგება” – კახი კალაძე
თბილისის მერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსა და მერიის მიმართ კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამგორის რაიონში ადამიანების ჯგუფმა მერიის უუნარობაზე ხაზის გასასმელად „ჩაკერებულ გზაზე“ მონიშვნები დახაზეს. კალაძის განმარტებით, სამგორის რაიონში საგზაო სამუშოები GWP-მ ჩაატარა და გზის საფარიც მანვე დააგო.
კალაძემ ასევე განაცხადა, რომ სამგორის რაიონში მიწის ფართობს გადასცემს სააავტომობილო სპორტის ფედერაციას, რომელიც მულტიფუნქციურ პროექტს განახორციელებს, სადაც ავტომობილების მოყვარულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვადასხვა შეჯიბრებები მოაწყონ.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია იწყება
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ პლატფორმა ევროპის საუკეთესო მიმართულებებში ხმა მისცენ თბილისს, რადგან ეს პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ჩვენი დედაქალაქის შესაძლებლობები.
