LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Volkswagen Beetle 60 წამში პიკაპად გადააქციეს

კომპანია Smyth Performance–მა საინტერესო ექპერიმენტი ჩაატარა და Volkswagen Beetle უცებ პიკაპად გადააქცია. ტუნინგის პროცესი დეტალურად გადაიღეს და საბოლოოდ 60 წამიან რგოლში ჩატიეს.

კომპანია ყველა მსურველს სთავაზობს რომ გადაკეთებისთვის საჭირო დეტალები მხოლოდ 2990 დოლარად შეიძინოს, თუმცა ამ ციფრში თავად სამუშაოების ღირებულება არ შედის და მთლიანობაში ტუნინგი 10 ათას დოლარამდე ღირს.

ვიდეოში „ხოჭოს“ გადაკეთება რთული სულაც არ ჩანს და მთლიანობაში ძალიან დიდი დროც არ სჭირდება.