LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა ბრუნდება – 19 წლის წინ გამოსული „Whenever, Wherever“ ჩარტებს იპყრობს

„სუპერ ბოულის” ნახევარფინალის ისტორიული შოუ ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა. გამოსვლა მართლაც შთამბეჭდავი იყო, ვარსკვლავებმა თავიანთი ჰიტების კოლაჟი შემოგვთავაზეს და როგორც ჩანს, შედეგმაც არ დააყოვნა.

ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას ისტორიული სუპერშოუ „სუპერ ბოულის" ისტორიაში (ფოტო/ვიდეო)

დღე, რომელსაც მთელი ამერიკა ელოდა, დადგა. „სუპერ ბოულის" ნახევარფინალის ისტორიული შოუ ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა

შაკირას კარგად დავიწყებული ჰიტი კვლავ აიტაცა საზოგადოებამ, სიმღერამ „Whenever, Wherever“  iTunes-ის ტოპ-ჩარტები დაიპყრო.

უნდა აღინიშნოს, რომ 19 წლის წინ გამოსულ კომპოზიცას ასეთი წარმატება 2000-იან წლებშიც კი არ ჰქონია, მისი მაქსიმალური შედეგი „ბილბორდის“ ჩარტებში მე-6 პოზიცია იყო.

სულ რამდენიმე დღის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 43 წლის შაკირა 2021 წელს მსოფლიო ტურნეს გამართავს.