მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:21-დან 23:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, მოერიდოთ აგრესიის გამოვლენას და არ აჰყვეთ ხასიათის ცვალებადობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის და ანტიკვარიატის შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის დასაწყებად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ სუნთქვის ორგანოებს, კუჭს, ხელის და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, თეთრი, იისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, რაუხტოპაზი, გიაცინტი და გელიოტროპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.
