LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა მონასტერში – მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

გარდაბანში, ღვთაების მონასტრის კელიაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მონასტერი სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარეობს. მომხდარში არ ფიგურირებს სასულიერო პირი. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.