ჩინელი ექიმი, რომელიც საზოგადოებას და კოლეგებს კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს აფრთხილებდა, ამავე ვირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, 34 წლის ლი ვენლიანი პირველი იყო, ვინც ვირუსის შესახებ მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდა. ექიმი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა.
მან ასევე 30 დეკემბერს კოლეგებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ვირუსისაგან თავის დასაცავად ჩაეცვათ შესაბამისი ტანსაცმელი.
ამის გამო, 4 დღის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილებაც მისცეს, იმის გამო, რომ ინტერნეტ სივრცის საშუალებით სიცრუეს ავრცელებდა. მოგვიანებით, ამ ბრალდების გამო ლის ბოდიში მოუხადეს.
სავარაუდოდ, ექიმს ვირუსი ერთ-ერთი პაციენტისგან გადაედო. კორონავირუსის ნიშნებით ის კლინიკაში 12 იანვარს მოათავსეს, პირველ თებერვალს კი ვირუსი დაუდასტურდა.
