LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძულს, მეზიზღება ადამიანების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე უზენაესი “ევროპული საქართველოს” ლიდერისთვის პატიმრობის მისჯას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“არანაირი პიროვნული სიმპატია არ გამაჩნია გიგი უგულავას მიმართ, მაგრამ მძულს, მეზიზღება ადამიანების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს ის.

კანონის, სამართლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მისი სრული არარსებობა რომ ქვეყნის და ყველა მოქალაქის ტრაგედიაა, ამის ახსნა-განმარტების სიბეჯითე არ მყოფნის”- წერს ნათია ფანჯიკიძე.

უგულავას ყოფილი ცოლი: კიდევ ერთხელ გაუძელი,იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაუბრუნები

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვაში ცნეს დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები წყდება: “აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე”