LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წლის ბიჭმა ოჯახი ხანძრისგან იხსნა: მას საპატიო მეხანძრის წოდება მიანიჭეს

აშშ-ში ჯორჯიაში 5 წლის ბავშვმა ოჯახი ხანძრისაგან იხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ნოამ ხანძარი იმ დროს შენიშნა, როცა სახლში ოჯახის წევრებს ეძინათ. თავდაპირველად მან დის ოთახში შეირბინა, საიდანაც 2 წლის და უვნებლად გამოიყვანა. შემდეგ კი, 5 წლის გმირი უკან დაბრუნდა და ძაღლიც გადაარჩინა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ნოა ბოლოს ბიძის სახლისკენ გაემართა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. ბიძამ და ნოამ ოჯახის დანარჩენი წევრების სახლიდან გამოყვანა შეძლეს.

გუშინ ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა ნოას საპატიო მეხანძრის წოდება მიანიჭა.

მაშველების თქმით, ის რომ ბავშვი ასეთ ვითარებაში არ დაიბნა და სწორი ნაბიჯები გადადგა დიდი იშვიათობაა.

https://www.facebook.com/bartowcountyfiredepartment/posts/1765146560276629?__xts__%5B0%5D=68.ARBKOGAYDLQWEUIE3NAaJ8UJ6nlkppeQTQkKfUIUdrvlGO625opsXTC_0A2kPnVlGZtkQtFnF0A14UccOvwQJqQkdMTtTrvxFCfuDXpRWh9-uIagQ0v5tSYl3wRiNnhLvDGWXw5C_l_Xxtj-RZ01V7k-y0CdrB_iUIl5tLblGuobZZ7y12vL4q9V_TPEejVYSbCXGbcDxf6jqS8sCGufeaoOnqsl_YbwbomH5OgsDrhCADTfSTqnkGcdkx7zxwr9OXninnpwQ4GQNINL0M1BmeorutnYTDDQtA1-voS9aK2hBkjwZL8T5_hFhVe7SzBaFbEjg-nfvWopF5MV2-BiN_GWxg&__xts__%5B1%5D=68.ARAlW87tzwYlgW79GTT77wtuXyJMStSsGD0GFwccJ3HJeLTyz_sUZesQyUmHFYpf-WV8MfDesuiU3LpctBo1xFQpKkWH_sBaqj9wrNislAq7uCAdWRVBt0NX-P-aumcOKXsadMWPovDjbbm1Z1p_2-kjza5uBZGtUe3J7eWHXQ_-hoSPoKPD8nmQTn2Fqzsr2uE4DRU2TU8jheXzdv6Z157QDOantnaxqR0Ock32U-NZmagLFXh5wKqLcyDm82X_hHf3CasnEQ4nPxOslH34DO1TOF0KsK6cmuCLmjqpFMTAGnSuCs44yKcFBaEPYhKeD-ioIAGsZGPHD4p0hxKCQQsUYg&__tn__=-R