LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ ორი უნიჭიერესი მომღერალი, ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ცოცხლად შეასრულეს დუეტი და ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე, ასევე მოგვიტანეს ახალი სიმღერა, სახელწოდებით ,,უცნაური დღე”.

ირმა სოხაძე:

ყოველთვის გვიხარია თქვენთან სტუმრობა, რადგან კარგი ჰოლდინგი ხართ და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ. წელს ვაპირებ კონცერტის გაკეთებას და რა თქმა უნდა ჩემი საინფორმაციო მხარდამჭერი იქნებით თქვენ. მე და ნუგზარი მადლიერები ვართ თქვენი, რადგან ყველგან არ არის ფორმატი, რომ მიიტანო სიმღერა და დააპრემიერო. ორი წლის წინ გავაკეთეთ ნუგზარის შემოქმედებითი საღამო, სადაც წლების წინ დაწერილი სიმღერები ბევრმა კარგმა მომღერალმა შეასრულა, მათ შორის ეკა მამალაძემ, მერაბ სეფაშვილმა, ნუკრი კაპანაძემ, ლაშა ღლონტმა და კიდევ ყველა თაობის მომღერლებმა, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

ბატონო ნუგზარ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაზე მოგვიყევით…

არ მიყვარს, როდესაც სიმღერას წერენ და მეორე დღეს აჩენენ, ალბათ ამისთვის თვეები-წლები უნდა გავიდეს. თუ ვატყობ, რომ სიმღერა ღირებულია შემდეგ შეიძლება მისი გამოჩენა. შემსრულებეს ვარჩევ ხმის ტემბრის, ხასიათის და განწყობის მიხედვით. რთულია გათვალო ვინ მოირგებს სიმღერას და ვის უფრო მოუხდება. ძირითადად მსიამოვნებს, როდესაც მომღერალი ჩემს სიმღერას ასრულებს კონცერტზე, ცოცხლად. თუ მე მჭირდება რაღაც გარკვეული დრო, სიმღერის აღსაქმელად, მომღერალსაც სჭირდება დრო, რომ მოირგოს ის.

როგორ შეიქმნა ის სიმღერა, რომელიც დღეს ჩვენთან დაპრემიერდება?

ნუგზარი:

ეს სიმღერა დაიწერა 5 წლის წინ, მაქვს ბევრი ისეთი სიმღერა, რომელიც შეიძლება დაიწეროს, მაგრამ არ გამოჩნდეს, რადგან რთულია დაწერილ სიმღერას ლექსი მოუხდინო.  მელოდია არის ჩემი, ლექსი ირმასი, სიმღერა ჩაიწერა კაკო ვაჩალომიძესთან, არანჟირების ავტორი კი თემურ მაისაშვილია. ირმას აქვს ზუსტად ისეთი გემოვნება, რაც მე გამაჩნია, რადგან შეიძლება ლექსში ერთი სტროფი არ მომეწონოს და ამის გამო დავიწუნო ის. ქალბატონი ირმა კი თავმდაბალი ადამიანია, თუმცა შესანიშნავი და უჩვეულო ლექსი დაწერა მან.

 

ირმა სოხაძე – უცნაური დღე

 

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე – პოპური. Live

 

ირმა სოხაძე და ნუგზარ ჩხაიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები