LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარტოხელა დედას, რომელიც რუსთავში ცხოვრობს, თავზე აწვიმს, არ აქვს არც გაზი, არც წყალი

მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, თეონა ფირანიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებიც ერთ-ერთი მატროხელა დედის საცხოვრებელშია გადაღებული. ეს საცხოვრებელი, როგორც თავად ხედავთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კარინა არსოევას ექვსი წლის შვილი ჰყავს, ის ცხინვალიდან იძლებით გადაადგილებული პირია და სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა, ბოლოს სოფელ დიღომში, თუმცა ქირის გადახდა ვერ შეძლო და ახლა რუსთავში ცხოვრობს ერთ-ერთ სახლში.

თეონა ფირანიშვილი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს:

„დიდხანს ვფიქრობდი, დამედო ასე საჯაროდ თუ პირადად მეთხოვნა თქვენთვის, თუმცა გადავწყიტე ამ ფორმით, ასე საჯაროდ მომეტანა ეს ამბავი თქვენამდე.

მომიტევეთ, თუ ხანდახან ზედმეტად მომდის ყველასთან თხოვნა, მაგრამ ჩვენ ყველა ვქმნით ერთ დიდ სიკეთეს.

ამ კონკრეტულ ამბავს რაც შეეხება, ასეთი მდგომარეობა გვაქვს, არის გოგონა, რომელააც ჩვენი დახმარება და გვერდში დგომას საჭიროებს. დიდი ხანია ვიცნობ, არასდროს შეუხრია წარბი, მიუხედავად თავისი სიდუხჭირისა, ეს გოგო არის სიკეთე და იცით, რატომ?! როდესაც გორში  წავედით, მან თავის პროდუქტი ორ ოჯახს გაუნაწილა ( ვიცი, გამიბრაზდება, ეს რომ ვთქვი)

არ აქვს არც წყალი, არც გაზი, არც სველი წერტილი იმ სახლში სადაც ის ცხოვრობს თავის ფერიასთან ერთად.

არც კარ-ფანჯარა და სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

ერთადერთი, რაც ვიშოვე არის ორ ადგილიანი საწოლი, ( არც ეგ აქვთ დედა -შვილს) Ekaterine Madzgarashvili შენ მადლობა.

გთხოვთ დავდგეთ ერთად სიკეთის სურვილით.

GE27TB7220936080100009

GE62BG0000000161168686“.