ჩინეთის საზღვრებს გარეთ ამ დრომდე 26 ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 200 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია რვა ადამიანი.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობებით კი 5 ადამიანი დაიღუპა.
“ცნობები შემაშფოთებელია” – ირანში კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, ინფიცირებულების 80 პროცენტს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს. საშუალო და მძიმე კრიტიკული მდგომარეობა პაციენტების 20 პროცენტს უფიქსირდება. ფატალური შემთხვევები კი დაინფიცირებულების სრული მაჩვენებლის ორ პროცენტს შეადგენს. ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვალების რისკი ხანდაზმულებში გაცილების დიდია.
ორკვირიანი კარანტინი საჩხერეში – ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა აშკარა კავშირის გარეშე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
