სულ ცოტა ხნის წინ, სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალი ამბომი Map of the Soul: 7 გაავრცელა, სადაც 20 კომპოზიციაა წარმოდგენილი, ბენდს კი პარტინიორობას ცნობილი კანადელი მომღერალი Sia უწევს.
BTS-მა ახალი ალბომი გაავრცელა, რომელშიც Sia მონაწილეობს
ალბომის სინგლის ON-ის გავრცელებული ორი ვერსიიდან ერთ-ერთში პოპ-ვარსკვლავი Sia მონაწილეობს
ახლა კი კოლექტივი ალბომის მთავარ სინგლზე ON გადაღებულ ვიდეორგოლს Kinetic Manifesto Film: Come Prime ავრცელებს, ვიდეოკლიპი საკმაოდ მასშტაბურია, მასში მოცეკვავეთა გუნდი The Lab მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ბოიბენდმა ახალ ალბომთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, თუმცა შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების გარეშე ჩაიარა. ჯგუფის წევრებმა მედიის შეკითხვებს „იუთუბის“ „ლაივის“ საშუალებით უპასუხეს.
