სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS, სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ალბომი გამოუშვა და მის პრომოუშენს აქტიურად ეწევა, უშვებს ვიდეოკლიპებს და პრესკონფერენციებსაც მართავს.
BTS-ის ახალი ვიდეოკლიპი და კორონავირუსის გამო, ცარიელ დარბაზში გამართული პრესკონფერენცია
ჯგუფმა პრესკომფერენცია გამართა, თუმცა შეხვედრამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლების გარეშე ჩაიარა. ჯგუფის წევრებმა მედიის შეკითხვებს „იუთუბის“ „ლაივის“ საშუალებით უპასუხეს
რამდენიმე დღის წინ კი, ბიჭები ჯეიმს კორდენის კარაოკეს ესტუმრნენ და უამრავი ცნობილი სიმღერა შეასრულეს, მათ შორის ბრუნო მარისის, პოსტ მელოიუნის და Cardi B -ის კომპოზიციები. გადაცემის ბოლოს კი ბიჭები შეეცადნენ, გადაცემის წამყვანისთვის მათი საფირმო საცეკვაო მოძრაობები ესწავლებინათ. შოუმ ძალიან სახალისოდ ჩაიარა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=55&v=T4x7sDevVTY&feature=emb_title
