50 წლის ჯენიფერ ლოპესის საუკეთესო ფორმების შესახებ ხშირად საუბრობენ, თუმცა, ისიც უნდა აღინიშონს, რომ ეს დიდი ნებისყოფისა და შრომის შედეგია. ვარსკვლავმა არც ორშაბათი დღე გამოტოვა და ახალი სამუშაო კვირა სპორტდარბაზში ვიზიტით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ არტისტი უამრავი ვარცხნილობით გვინახავს, გრძელი კულულებიდან დაწყებული, მოკლე, სწორი თმით დამთავრებული. თუმცა, ამჯერად, ლოს-ანჯელესის ქუჩებში, სპორტდარბაზისკენ მიმავალი ჯეი ლო განსხვავებულად გამოიყურებოდა, მისი ვარცხნილობა ბუნებრივი იყო. ჯეი ლოს შავი ტოპი და სამხედრო პრინტიანი შარვალი ეცვა, თავისუფალ სტილს კი თეთრი სპორტული ფეხსცმელი შეუხამა.



