წვიამიან ნიუ-იორკულ დღეს, ლეონარდო დიკაპრიომ და მისმა მეგობარმა, მსახიობმა კევინ კონოლიმ სასადილოდ წასვლა გადაწყვიტეს.
საწვიმარში, კეპში და თეთრ, სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ „ერთხელ ჰოლივუდის“ ვარსკვლავს ვერც კი წარმოედგინა, რომ ვერც ამჯერად დარჩებოდა ტაბლოიდების ყურადღების მიღმა.
უეცრად ვარსკვლავი ტურისტმა გააჩერა, რომელმაც ალბათ არც კი იცოდა, რომ ზურგჩანთამოკიდებული უცნობი არც მეტი არც ნაკლები, ოსკაროსანი ლეონარდო დიკაპრიო იქნებოდა. ტურისტმა ჰკითხა, თუ როგორ მისულიყო დანიშნულების პუნქტამდე, ლეონარდომაც აუღელვებლად, ძალიან ყურადღბით და დეტალურად უპასუხა ტურისტს და მას გზის გაკვლევაში დაეხმარა.





