„მაესტროს“ წამყვანმა ანა ცხოვრებოვამ გადაცემა „ბიზნესის“ დახურვის შესახებ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. ჟურნალისტი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდლეობის შესახებ საუბრობს.
“ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო გადასახადის გადამხდელებს და ჩვენს მაყურებლებს ჰქონოდათ მიუკერძოებელი ინფორმაცია გადახდილ გადასახადებზე, ასევე რა გავლენას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რეგულაციები თქვენს ყოველდღიურობაზე. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო ვერ შევხდვებით ერთმანეთს მომავალში. მიზიეზი არის ის რომ იცვლება მაესტროს ფორმატი, რასაც წინ უძღვოდა სხვადასხვა მცდელობა სარედაქციო პოლიტაკაში ჩარევისა”- განაცხადა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა.
https://www.facebook.com/112936070158106/videos/138767730717642/?v=138767730717642
