წლის მთავარი ევროპული კინომოვლენა, ,,ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის” 29 თებერვალს დასრულდა. „ბერლინალეზე“ წლის გამარჯვებულები დაასახელეს.
მთავარი პრიზი, „ოქროს დათვის“ ქანდაკება ირანელი რეჟისორის, მოჰამედ რასულოფის ფილმმა „ბოროტება არ არსებობს“ მიიღო. მას 2017 წლიდან ირანის დატოვება აკრძალული აქვს და პრიზი მისმა ქალიშვილმა აიღო.
„ვერცხლის დათვის“ ქანდაკება ფილმმა „დაუ, ნატაშა“ მიიღო, გრან-პრი კი, ელიზა ჰიტმანის ფილმმა „არასოდეს იშვიათად, არასოდეს ყოველთვის“. წლის რეჟოსორი ხონ სან სუ გახდა, პაულა ბერი ,,წლის მსახიობ ქალად” დასახელდა. ,,წლის მსახიობი მამაკაცი”, ელიო ჯორმანო გახდა. „ბერლინალეს“ რიგით 70-ე ფესტივალზე სულ 18 ფილმი იყო წარდგენილი.








