LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი „ლანკომეს“ სუნამოს რეკლამაში შეუდარებელია

ბრენდმა „ლანკომე“ არც წელს დაარღვია ტრადიცია და გაზაფხულის დადგომა ახალი არომატით აღნიშნა, არომატის სახედ კი  „ლამაზმანის“ ვარსკვლავი, ჯულია რობერტსი აირჩია. მსახიობი „ლანკომეს“ სუნამოს La Vie Est Belle Intensément რეკლამაში გადაიღეს. ახალი სუნამოს მთავარი არომატი ირისისა და ვანილის სურნელის ნაზავია.

რაც შეეხება შესანიშნავ ჯულია რობერტს, 53 წლის მსახიობმა ვარდისფერი, ნამდვილი პრინცესას კაბა მოირგო.