ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ტესტის უარყოფითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა. ბავშვი კლინიკაში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა პრევენციის მიზნით სამედიცინო პერსონალმა მისი ანალიზები თბილისში გადააგზავნა. ლაბორატორიული ანალიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. არასრულწლოვანი პაციენტი კლინიკაში რჩება და მას მედიკოსები მკურნალობას სეზონური გრიპის გამო უტარებენ.
რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, რომლებიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან, ექიმები კიდევ 6 პაციენტს აკვირდებიან. ამ დროისათვის მათი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვს აკვირდებიან
