„ L’amour – ეს სიმღერა თავისით მოვიდა. ყოველთვის, როცა ფორტეპიანოსთან ვზივარ, რაღაცას ვაკეთებ. ძალინ მიყვარს ფრანგულ ენაზე სიმღერა, ქართულის შემდეგ. არ ვიცი რატომ, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ფრანგულ ენაზე სიმღერის შესრულება. მთელი ცხოვრება ესპანურს ვსწავლობდი, მაგრამ რაღაცნაირად ფრანგულზე გადავედი. გავაკეთე სიმღერა და მომივიდა იდეა, რომ აუცილებლად უნდა ჩამეწერა. სასწრაფოდ დავრეკე ალეკო ბერძენიშვილთან და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი. დიდი ხანი ვფიქრობდით რა და როგორი უნდა ყოფილიყო. ამ საქმეში საოცარი მუსიკოსები ჩავრთეთ, პირველ რიგში თავად ალეკო, რომელიც სასწაული ბასგიტარისტია. ასევე, დავუკავშირდით ზაზა ცერცვაძეს, რომელმაც დრამის პარტია შეასრულა. ფლეიტა – ქეთავნ შანიძე, ულამაზესი ფრაზებით. ელენე ჯაში, ფრანგული ენის მცოდნე. ჩემი უსაყვარლესი მხატვარი, მარი ჩიჯავაძე, რომელმაც იმუშავა დიზაინზე. მოკლედ, კარგი და საინტერესო წრე შეიქმნა და მთავარი, ვინც კლიპი გადაიღო, იუგო მორისი“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სოფო გელოვანმა ახალი სიმღერისა და კლიპის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალი და მუსიკოსი სამუშაო პროცესით, ასევე შედეგით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ახალ სიმღერას მსმენელი და მაყურებელი მალე შეიყვარებს.
სოფო გელოვანი: „ქართულისა და ფრანგულის სინთეზი ჩემთვის დიდი კომფორტია“
