LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების გლობალური მონაცემები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთში კლებისკენაა მიმართული. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

“გლობალურად, სიტუაცია ჩინეთში დამშვიდებისკენ, კლებისკენ მიდის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული – 202.

სულ, ჩინეთში არის 80 000 შემთხვევა დაფიქსირებული და ამავე დროს, 44 000 გამოჯანმრთელების ფაქტი ფიქსირდება. სამწუხაროდ, 2 900 სიკვდილის შემთხვევაა ჩინეთში.

გლობალურად, ჩვენ, დილის მონაცემები არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ევროპის გუშინდელი საღამოს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზოგადად, მსოფლიოში, არის 87 000 შემთხვევა დაფიქსირებული.

ზოგადად, ჩინეთი დღეს წარმოადგენს 91 პროცენტს მთლიანად დაზიანების”- განაცხადა გამყრელიძემ.

3 053 დაღუპული და 45 130 გამოჯანმრთელებული: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინეთს გარეთ დაინფიცირებულ ქვეყანათა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება და დღეის მონაცემებით,  კორონავირუსი სულ 65 ქვეყანაშია გავრცელებული.

“ყველაზე მეტი შემთხვევა გახლავთ სამხრეთ კორეაში, სადაც 3000-ს გადააჭარბა, შემდეგ იტალია, ირანი, იაპონია და უკვე სხვა ქვეყნები. ამიტომ, ყურადღება მეტი ჩინეთს გარეთაა გადატანილი.

ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას, როგორც პანდემიური მზადყოფნის ფაზას, რამეთუ, ინფექციამ მოიცვა უკვე ყველა კონტინეტი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

“სახელმწიფო უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება”- კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გაიცა